Accentnews.ge
"მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე მოქალაქეების ინტერესები დააყენონ, თავისუფალ და სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს"

"მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე მოქალაქეების ინტერესები დააყენონ, თავისუფალ და სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს"

29/07/2021 09:44:53 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ყველა მხარეს მოუწოდებს, პირველ ადგილზე ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები დააყენონ.

„მე ცნობად მივიღე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება კვლავ წარმოადგენს ევროპულ გზას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისთვის, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. მე ასევე მივიღე ცნობად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმის დღის წესრიგის განსახორციელებლად, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ზრდის მიღწევას - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის კეთილდღეობისთვის.

სიღრმისეულ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებსა და თავისუფალ და სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შექმნილი სიტუაციისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად“, - ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S