Accentnews.ge
თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

29/07/2021 06:48:57 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 796 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2 088 პირი გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 41 684 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 712 , „პისიარ“ ტესტით –17 972.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,71 %, ბოლო 14 დღის – 6,73 %, ბოლო შვიდი დღის – 7 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა,
  • აჭარა - 413,
  • იმერეთი - 263,
  • ქვემო ქართლი - 152,
  • შიდა ქართლი - 120,
  • გურია - 71,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108,
  • კახეთი - 178,
  • მცხეთა-მთიანეთი -58,
  • სამცხე-ჯავახეთი - 57,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 147 საიდანაც: 5 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 841, აჭარაში - 556, იმერეთში - 771. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში - 493, აჭარაში - 82, იმერეთში -246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 5, იმერეთში - 16. 1 811 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 966 - თბილისში, 530- აჭარაში. 20 909 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 8.

სულ 6 ოქტომბრიდან - 28 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 978 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 283 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 523, პირი, აჭარაში - 3 539, იმერეთში - 2 110.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 413 626 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 379 685 პირი გამოჯანმრთელდა, 5 768 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 450 026 ადამიანი, დღიურად აცრილია 17 133.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S