Accentnews.ge
ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია

29/07/2021 05:59:24 საზოგადოება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია.

მან კანადელ შადი ელჰანასის იპონით სძლია, მანამდე კი ეგვიპტელი რამადან დარვიში გაფრთხილებებით დაამარცხა.

ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ექვსგზის პრიზიორი და ევროპის სამგზის ჩემპიონია. იგი 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

ვარლამის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელი ვოლფი იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S