Accentnews.ge
ცხინვალში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობას მეხი დაეცა

ცხინვალში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობას მეხი დაეცა

28/07/2021 17:38:54 რეგიონები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობას მეხი დაეცა.

სააგენტო „რეს"-ის ცნობით, მეხი დაეცა სახანძრო სამაშველო პირველი განყოფილების შენობას, რომელსაც სახურავზე მეხამრიდი ეყენა. შენობას დამიწების სისტემაც ჰქონდა, ამიტომ შენობაში არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის: შიდა ქართლში ძლიერად წვიმდა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S