Accentnews.ge
რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს

რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს

28/07/2021 14:45:07 პოლიტიკა

რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განუცხადა.

"ჩვენ მზად ვართ საკითხის განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, პრობლემა გადაიჭრება" - აღნიშნა მან.

ამასთან, კარასინს ავიამიმოსვლის აღდგენის ვადები კვლავ არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ უახლოეს თვეებში ქართველ კოლეგასთან - პრემიერის სპეცწარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრას გეგმავს.

"ვიმედოვნებთ, უახლოეს თვეებში, ვფიქრობ, შემოდგომაზე - სექტემბერ-ოქტომბერში კვლავ შევძლებთ შეხვედრას", - აღნიშნა კარასინმა.

მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი შეთანხმებული ჯერ არ არის და პანდემიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

როგორც კარასინმა აღნიშნა, მას სისტემატიური ვიდეოკონტაქტები აქვს ზურაბ აბაშიძესთან. "ეს კონტაქტები საკმაოდ სასარგებლოა, საკმაოდ კარგი შედეგები მოაქვს პრაქტიკული, მათ შორის ჰუმანიტარული და სატრანსპორტო საკითხების გადაჭრის კუთხით. ამ სამუშაოს გავაგრძელებთ", - დასძინა კარასინმა.

ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა რუსეთის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა. ამას ე.წ. გავრილოვის ღამის სახელით ცნობილი მოვლენები უძღოდა წინ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S