Accentnews.ge
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა

28/07/2021 08:53:42 საზოგადოება

ქართელი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა. მერვედფინალში იგი გერმანელ მეტოქე ალექსანდრ ზვერევისთან ორ სეტში დამარცხდა – 4:6, 6:7(5:7).

პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელი ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე. განსაკუთრებით ზვერევი, რომელმაც საწყისი პარტია ისე წარმართა, რომ თავის გეიმებში ქულა არ წაუგია, ბასილაშვილს კი ერთი ჩავარდნა ჰქონდა გადამწყვეტ მეათე გეიმში – ქართველმა პირველ ორ გათამაშებაში ორი თითქმის მოგებული ქულა დათმო, გერმანელმა სამმაგი ბრეიკპოინტი მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მეორე სეტშიც დიდი ხანი ჩოგბურთელები უპრობლემოდ იღებდნენ საკუთარ გეიმებს. საბოლოოდ, ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ. პირველი მინი-ბრეიკი გერმანელმა შეასრულა, ბასილაშვილმა შეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ 4:5-ზე ქართველმა დასანანი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ორმაგი ბრეიკ-პოინტი მისცა. ამჯერად, ზვერევმა მატჩბოლი გამოიყენა და მეოთხედფინალში გავიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S