Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტრო გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას კიდევ ერთხელ, ამჯერად 2 თვით აჩერებს

ჯანდაცვის სამინისტრო გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას კიდევ ერთხელ, ამჯერად 2 თვით აჩერებს

28/07/2021 08:40:02 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას კიდევ ერთხელ აჩერებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"გეგმური ოპერაციები შეწყდა. მსგავსი დადგენილება ასევე გამოვეცით მეორე ტალღის პერიოდში, რადგან მნიშვნელოვანი არის ამ დროს ყველა საწოლი მობილიზებული იყოს პანდემიაში ჩასართავად, რომ არ იყოს ცდუნება, ჩაატარონ ოპერაციები, რომელიც მათ უნდათ და არ იყოს უარი ქვეყნის საჭიროებაზე", – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც "აქცენტს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოიცა, იგი ძალაში უახლოეს დღეებში შევა და ძალაში შესვლიდან 2 თვის განმავლობაში გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეჩერდება. გამონაკლისს წარმოადგენს, სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიის /ინტერვენციული კარდიოლოგიის/ რითმოლოგიის მომსახურება.

ცნობისთვის: მანამდე, ჯანდაცვის სამინისტრომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება 2020 წლის 19 ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე გააჩერა. 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილების თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენს, სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიის /ინტერვენციული კარდიოლოგიის/ რითმოლოგიის მომსახურება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S