Accentnews.ge
მინისტრი განმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუ კლინიკა კოვიდ–პაციენტისთვის საჭირო მედიკამენტის ყიდვას მოითხოვს

მინისტრი განმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუ კლინიკა კოვიდ–პაციენტისთვის საჭირო მედიკამენტის ყიდვას მოითხოვს

28/07/2021 08:10:47 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა პაციენტის ოჯახს კოვიდ–პაციენტისთვის საჭირო მედიკამენტის ყიდვას მოსთხოვს, ამის შესახებ საჯაროდ განაცხადონ.

„კოვიდ–პაციენტისთვის საჭირო ყველა მომსახურების და პრეპარტის ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან ფაქტობრივი ხარჯით ხდება. რაც ნიშნავს შემდეგს - ნებისმიერი ღირებულების წამალი, რაც შეიძლება პაციენტს დასჭირდეს სახელმწიფოს მხრიდანაა ანაზღაურებული. ყველას ძალიან დიდი თხოვნით მივმართვ, „ფეისბუკ“ პოსტში „დათაგონ“ ის კლინიკა, სადაც ასეთი ფაქტი მოხდა და რეგულირების სააგენტო მოახდენს რეაგირებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის: რამდენიმე მოქალაქის ინფორაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტოცილიზუმაბში“ კონკრეტულმა კლინიკამ ოჯახს თანხა გადაახდევინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S