Accentnews.ge
"ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებლის საშუალო რაოდენობა 14 000-ია, რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე"

"ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებლის საშუალო რაოდენობა 14 000-ია, რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე"

28/07/2021 07:49:33 საზოგადოება

შეიძლება ვთქვათ, რომ ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებლის საშუალო რაოდენობა 14 000-ია, რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღიური სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად დღეში 25 000 - 30 000 ადამიანი უნდა აიცრას.

"მიმდინარე პერიოდში, კვირის ბოლომდე დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გახსნა იგეგმება, რათა ვაქცინირებულთა რაოდენობა სამიზნე მაჩვენებლამდე ანუ 25 000 - 30 000 კაცამდე გაიზარდოს. ვაქცინების არსებული რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა და ვაქცინაციის ცენტრები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც დაემატება“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, ზაფხულის პერიოდში ქვეყანაში არსებულ ყველა ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა იქნება შეუზღუდავი და „ფაიზერის“ ამცრელი კაბინეტები სხვა რეგიონებშიც დაემატება:

„ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზიდან რაც ქვეყანაშია, დაახლოებით 170 000 დოზა დაჯავშნილია, დანარჩენი მიმდინარე პერიოდში გაიხსნება და შეძენილი 1 მილიონი დოზაც ასევე ეტაპობრივად შემოვა. ჩვენ ზაფხულის პერიოდში ყველა იმ ვაქცინაზე, რომელზეც დღეს გვაქვს ხელმისაწვდომობა, მათ შორის „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, იქნება შეუზღუდავი. „ფაიზერის“ ამცრელი კაბინეტები დაემატება სხვა რეგიონულ წერტილებში, რათა მოსახლეობას ყველა ჰოსპიტალში ჰქონდეს „ფაიზერით“ აცრის შესაძლებლობა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S