Accentnews.ge
"ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ"

"ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ"

28/07/2021 07:43:03 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია არ განიხილება.

მისი თქმით, ელოდებიან, როდის მიიღებენ ექიმები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას:

„ჩვენ ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ სავალდებულო ვაქცინაციას ექიმებისთვის, ვინაიდან ექიმებმა ყველაზე უკეთ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ჩვენი თითოეული მოქალაქის და მათი ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, როდის მიიღებენ ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას“.

28 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3141 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აცრილია 14 210 პირი.

NCDC-ს ცნობით, 27 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 418 398 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 142 254 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S