"ფაიზერზე" რეგისტრაციისთვის დამატებითი დოზები გამოჩნდა
28/07/2021 07:00:28 საზოგადოება
Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრაციის ვებ-გვერდზე booking.moh.gov.ge ფაიზერის დამატებითი დოზები გამოჩნდა.
ამ დროისთვის [11:00] საიტზე ჩანს, რომ დარჩენილია 248 დოზა.
„ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში 26 ივლისიდან დაიწყო.
მოქალაქეებს იმუნიზაცია 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ.
ამასთან, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის შესაძლებელი.
საქართველოში აშშ-ის მიერ ნაჩუქარი "ფაიზერის" ნახევარი მილიონი დოზა 24 ივლისს ჩამოვიდა. რეგისტრაცია დღის 12:00 საათზე დაიწყო და პირველი 2 საათის განმავლობაში 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა.


