Accentnews.ge
თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

28/07/2021 06:56:03 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 141 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 1 509 პირი გამოჯანმრთელდა, 20 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 40 553 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 242, „პისიარ“ ტესტით – 17 311.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,75%, ბოლო 14 დღის – 6,28%, ბოლო შვიდი დღის – 6,92%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა,
  • აჭარა - 438,
  • იმერეთი - 270,
  • ქვემო ქართლი - 152,
  • შიდა ქართლი - 132,
  • გურია - 54,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 139,
  • კახეთი - 186,
  • მცხეთა-მთიანეთი -70,
  • სამცხე-ჯავახეთი - 43,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456 საიდანაც: 5 256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 836, აჭარაში - 516, იმერეთში - 660. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 018 პირი, მათ შორის, თბილისში - 463, აჭარაში - 81, იმერეთში -245. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 3, იმერეთში - 15. 1 798 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 976 - თბილისში, 504- აჭარაში. 20 402 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 8.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 978 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 470 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 523, პირი, აჭარაში - 3 220, იმერეთში - 1 990.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 410 830 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 377 597 პირი გამოჯანმრთელდა, 5 751 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 432 795 ადამიანი, დღიურად აცრილია 14 210.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S