Accentnews.ge
კელი დეგნანმა საქართველოს ეროვნული პარკების სისტემის განვითარებაში აშშ-ის მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერა აღუთქვა

კელი დეგნანმა საქართველოს ეროვნული პარკების სისტემის განვითარებაში აშშ-ის მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერა აღუთქვა

28/07/2021 06:46:56 საზოგადოება

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ელჩმა, კელი დეგნანმა ცოტა ხნის წინ კოლხეთის ეროვნული პარკი მოინახულა.

„გილოცავთ UNESCO-ს მიერ საქართველოს ეროვნული პარკების აღიარებას!

ცოტა ხნის წინ ელჩმა დეგნანმა ამ საგანძურიდან ერთ-ერთი, კოლხეთის განმაცვიფრებელი ეროვნული პარკი მოინახულა და საქართველოს ეროვნული პარკების სისტემის განვითარებაში აშშ-ის მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერა აღუთქვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S