Accentnews.ge
ბაიდენი: "პუტინმა იცის, რომ რეალური პრობლემები აქვს, რაც მას უფრო საშიშს ხდის"

ბაიდენი: "პუტინმა იცის, რომ რეალური პრობლემები აქვს, რაც მას უფრო საშიშს ხდის"

28/07/2021 06:38:31 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთისგან არჩევნებში ჩარევასელის. ამერიკის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინს რეალური პრობლემა აქვს, ის ზის ეკონომიკაზე, რომელსაც აქვს მხოლოდ ბირთვული იარაღი და ნავთობის ჭაბურღილები.

მისი თქმით, პუტინმა იცის, რომ რეალური პრობლემები აქვს, რაც მას უფრო საშიშს ხდის.

ამასთან, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, პუტინმა იცის ისიც, რომ ამერიკულ სპეცსამსახურებს რუსეთის დაზვერვაზე უპირატესობა აქვთ და ეს აშფოთებს.

ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურების საიდუმლო ანგარიშებზე დაყრდნობით თქვა, რომ რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებით ისევ ცდილობს აშშ-ის არჩევნების შედეგებზე გავლენას, რაც ამერიკის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევაა. ამ შემთხვევაში საუბარია კონგრესის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც 2022 წელს უნდა ჩატარდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S