Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს თანამდებობა დაატოვებინეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს თანამდებობა დაატოვებინეს

28/07/2021 06:30:08 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი რუსლან ხომჩაკი თანამდებობიდან გაათავისუფლა,– წერს მედია პრეზიდენტის პრესმდივანზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით.

ხომჩაკს ვალერი ზალუჟნი შეცვლის, რომელიც ბატალიონ „სევერს“ მეთაურობდა.

როგორც პრესმდივანმა აღნიშნა, გადაწყვეტილება პრეზიდენტს ეკუთვნის.

„პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება ხომჩაკის პატრიოტიზმში, ერთგულებაში, ფიცსა და პროფესიონალიზმში, თუმცა პრეზიდენტს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს შორის სინერგიის ხილვა სურს. სამწუხაროდ, სინერგიას ვერ ვხედავთ; პირიქით, ვხედავთ კონფლიქტებს“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.

როგორც პრესმდივანმა განაცხადა, რუსლან ხომჩაკი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტს დაიკავებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S