ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია
28/07/2021 06:25:31 საზოგადოება
ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ლაშა ბექაური ასპარეზობს. ქართველი ევროპის მოქმედი ჩემპიონია.
ლაშა მეოთხედფინალში უზბეკ დავლათ ბობონოვს შეხვდა და მეტოქის შეხვედრიდან მსაჯების მიერ მოხსნის გამო გაიმარჯვა. ქართველის მეტოქე ნახევარფინალში რუსი იგოლნიკოვი იქნება.


