იტალიის ISS: "თებერვლის შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99%–ს სრულად არავაქცინირებული პირები შეადგენენ"
27/07/2021 19:01:29 მსოფლიო
იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) განცხადებით, "თებერვლის შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99%–ს სრულად არავაქცინირებული პირები შეადგენენ".
მისივე ცნობით, 1 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში 423 სრულად ვაქცინირებული პირი დაიღუპა, რაც საანგარიშო პერიოდში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის (35 776 ადამიანი) 1.2%–ია. 423 გარდაცვლილიდან 70 პირის სამედიცინო ისტორიის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ მათი 5%–ს დაინფიცირებამდე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის იტალიაში 12 წელს გადაცილებული პირების 57% სრულად ვაქცინირებულია.


