Accentnews.ge
ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აღდგა

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აღდგა

27/07/2021 17:07:02 საზოგადოება

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა ცენტრალური საავტომობილო გზა წაიღო, მოძრაობა დროებით აღდგა.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, ავტომობილების კოლონას გაატარებენ და გზა დილამდე ისევ ჩაიკეტება. დილით კი, გზის აღდგენის სამუშაოები გაგრძელდება.

გარესამყაროს კვლავ მოწყვეტილი რჩება სამი სოფელი – დურაში, ტვიბი და საყდარი. დანარჩენ სოფლებთან მისასვლელი გზა გახსნილია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S