"ფაიზერის" ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო
27/07/2021 16:43:35 საზოგადოება
ვაქცინაციის პორტალზე Booking.moh.gov.ge "ფაიზრის" ყველა ჯავშანი შეივსო. კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრაცია 24 ივლისის 12:00 საათზე დაიწყო.
„ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინაციის პროცესი 26 ივლისიდან დაიწყო.
მოქალაქეებს იმუნიზაცია 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ.
ამასთან, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის შესაძლებელი.
ცნობისთვის: 23 ივლისს საქართველომ აშშ-ისგან ნაჩუქარი "ფაიზერის" ვაქცინის 500 000 დოზა მიიღო.


