Accentnews.ge
ტომ დეილი: "ძალიან ვამაყობ, რომ ვარ გეი და ოლიმპიური ჩემპიონი"

ტომ დეილი: "ძალიან ვამაყობ, რომ ვარ გეი და ოლიმპიური ჩემპიონი"

27/07/2021 16:22:23 მსოფლიო

ბრიტანელი წყალში მხტომელი ტომ დეილი და მისი მეწყვილე მეტი ლი ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონები გახდნენ. როგორც დეილი ამბობს, ეს გამარჯვება მათთვის, როგორც ლგბტქ სპორტსმენებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"ძალიან ვამაყობ, რომ ვარ გეი და ასევე ვარ ოლიმპიური ჩემპიონი. როცა პატარა ვიყავი, არასდროს მეგონა, რომ, იმის გამო, ვინც ვიყავი, ამას მივაღწევდი. ახლა, როცა ოლიმპიური ჩემპიონი ვარ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის მიღწევა შეგიძლია. [...] საკუთარ იდენტობაზე ღიად პირველად 2013 წელს ვისაუბრე, რადგან, როცა პატარა ვიყავი, თავს ყოველთვის გარიყულად და მარტო ვგრძნობდი. ვიმედოვნებ, ყველა ახალგაზრდა ლგბტქ ადამიანი დაინახავს, რომ, მიუხედავად იმისა, რამდენად მარტოსულად გრძნობ ახლა თავს, მარტო არ ხარ. ყველაფრის მიღწევა შეგიძლია", – აცხადებს დეილი.

დეილისთვის ეს მეოთხე ოლიმპიადა, თუმცა, პირველი ოქროს მედალია. მან ბრინჯაოს მედლების მოპოვება 2012 და 2016 წლებში ლონდონისა და რიოს ოლიმპიურ თამაშებზე შეძლო.

ტომის მეწყვილე მეტი ლი აცხადებს, გამარჯვება მისთვის ოცნების ახდენა იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S