Accentnews.ge
ბათუმში 6 ლოკაციაზე, ასევე ახალსოფელში, გონიოსა და კვარიათში მეწყერი ჩამოწვა

ბათუმში 6 ლოკაციაზე, ასევე ახალსოფელში, გონიოსა და კვარიათში მეწყერი ჩამოწვა

27/07/2021 15:00:38 საზოგადოება

ბათუმში მეწყერი 6 ლოკაციაზე – თევდორე მღვდლის ქუჩის #8-10- ში, წმინდა ნინოს # 16-ის, პეტრე იბერის, ნაჭყებიას, მირიან მეფის ქუჩების მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მეწყრის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულდა, გაიწმინდა გზა და აღდგა მოძრაობა. რაც შეეხება დანარჩენ ლოკაციებს, ჩამოწოლილი მიწის მასისგან გაწმენდითი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

"აჭარის ტელევიზიის" ცნობით, რამდენიმე წუთის წინ მეწყერი ჩამოწვა ახალსოფელშიც, რის გამოც საავტომობილო გზას საფრთხე შეექმნა.

მერიის ინფორმაციით, მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა ასევე გონიოში, კვარიათში და პრობლემური ზონები უკვე გაწმენდილია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S