სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა 29 ივლისამდე შენარჩუნდება
27/07/2021 13:51:19 საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა 29 ივლისამდე შენარჩუნდება.
მათი ცნობით, 29 ივლისის დილამდე საქართველოში ნარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყლის დონეების შემდგომი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.


