ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოში "ფაიზერით" ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს
27/07/2021 13:38:10 საზოგადოება
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში "ფაიზერით" ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციაა, რომ კორონავირუსული ინფექციის პირობებში, ბავშვმა პირბადე 2 წლის ასაკიდან უნდა ატაროს.
"5 დღის წინ, ამერიკის პედიატრთა აკადემიამ დადო ახალი რეკომენდაცია, რომ 2 წლის ზემოთ ასაკში ყველა ბავშვმა პირბადე უნდა იხმაროს. ამასთან, მე მომხრე ვარ, ბავშვები 12 წლის ასაკიდან იყვნენ ვაქცინირებულები. ის, რომ ბაშვებს 16 წლიდან ცრიან, ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია“,- აცხადებს მაია ჩხაიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში "ფაიზერით" აცრა 16 წელს გადაცილებული პირებისთვის ნებადართულია.


