გვარამია: "საგადასახადო სამსახური "მთავარი არხის" გაყიდვების სახლში შევიდა"
27/07/2021 13:11:32 საზოგადოება
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, საგადასახადო სამსახური არხის გაყიდვების სახლში შევიდა.
"ეტყობა ტელევიზიაში ვერ გაბედეს, მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ვინც ჩვენს რეკლამებს ყიდის, აი, იმ სახლში შევიდნენ", - განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, თუ გაყიდვების სახლში რამეს დააყადაღებენ, არხი შემოსავალს ვეღარ მიიღებს.
"შეგვპირდა ამას ბატონი კობახიძე, რომ გამოსაკვლევია ყველა მედიის დაფინანსება. გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდებათ. ველოდები საგადასახადო პოლიციას და მერე პროკურატურას", - აღნიშნა გვარამიამ.
როგორც იგი აღნიშნავს, "ოპოზიციური მედიების გაჩუმება არჩევნების შედეგების ღია გაყალბებაა".


