დაღუპული, დაშავებულები და დაკარგულები – გერმანიაში, ერთ–ერთ ინდუსტრიულ პარკში აფეთქება მოხდა
27/07/2021 12:44:03 მსოფლიო
გერმანიაში, ქალაქ ლევერკუზენის ინდუსტრიულ პარკში "Chempark" აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. როგორც CNN იუწყება, ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 16 თანამშრომელი დაშავდა, მათ შორის, 2 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მისივე ცნობით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება პარკის კიდევ 5 თანამშრომელი.

Chempark-ის მმართველ კომპანია Currenta-ში აცხადებენ, რომ მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება უკვე შეძლეს.
Chempark-მა ლევერკუზენის მცხოვრებლებს მოუწოდა, შენობებში შევიდნენ, კარები და ფანჯრები დახურონ. ამასთან, ადგილობრივებმა უნდა გამორთონ კონდიცირების სისტემები, ვიდრე კომპანია ჰაერში ტოქსიკური გაზის შესაძლო არსებობას ამოწმებს.
დაიხურა რამდენიმე ახლომდებარე საავტომობილო გზა და პოლიცია მძღოლებს შემოვლითი გზებით სარგებლობისკენ მოუწოდებს.


