Accentnews.ge
მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება

მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება

27/07/2021 12:12:21 საზოგადოება

თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე ჩანგრეულ გზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება.

მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის თქმით, რუსთაველის გამზირზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 600-მილიმეტრიანი მილი დაზიანდა, რამაც გზის სავალი ნაწილის დაზიანება გამოიწვია.

სამუშაოების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანება სასმელი წყლის მილზეა, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. აქ GWP-ს მილის გარდა, სხვა პროვაიდერი კომპანიების კომუნიკაციებიცაა. პირველი რიგის სამუშაოა, რომ კონკრეტულად, ეს დაზიანება აღმოიფხვრას. ამის შემდგომ კი, უკვე პროვაიდერი კომპანიების მიერ თავიანთი ქსელების შემოწმება მოხდება. შესაძლოა, ისინიც იყოს დაზიანებული“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის ცენტრალურ გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. გზის სავალი ნაწილი მთლიანად გადათხრილია. ადგილზე GWP-ს თანამშრომლები მუშაობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S