Accentnews.ge
ბათუმის ორ სავაჭრო ცენტრში მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო

ბათუმის ორ სავაჭრო ცენტრში მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო

27/07/2021 12:06:53 საზოგადოება

ბათუმის ორ სავაჭრო ცენტრში - "ბათუმი მოლსა" და "მეტრო სითიში" ამცრელი ჯგუფები განთავსდა და მოქალაქეების "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. მოქალაქეები სერვისის მიღებას ყოველდღიურად 10:00-დან 18:00 საათამდე შეძლებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დღის განმავლობაში აცრას 2 000-მდე მოქალაქე იტარებს. გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 1844-მა მსურველმა ჩაიტარა. აქედან "ფაიზერით" აიცრა 1 154 პირი, "ასტრაზენეკათი" – 80, "სინოვაკით" – 20, "სინოფარმით" – 590.

ჯამში, აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს 45 000- მდე პირს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S