Accentnews.ge
მწერლების პროტესტი – "ლიტერას" პრემიიდან საკუთარი წიგნი სარალიშვილმაც მოხსნა

მწერლების პროტესტი – "ლიტერას" პრემიიდან საკუთარი წიგნი სარალიშვილმაც მოხსნა

27/07/2021 10:39:28 საზოგადოება

მწერალ ტორესა მოსის შემდეგ "ლიტერას" პრემიიდან საკუთარი წიგნი "მივიწყებულნი" მწერალმა მათე სარალიშვილმაც მოხსნა.

როგორც სარალიშვილი "ფეისბუქზე" წერს, გადაწყვეტილება გამომცემლობასთან შეთანხმებულია.

"მივიწყებულნი 19 წლისამ დავწერე და 21 წლისამ გამოვეცი. წერის დროს დაგროვილი და გამოხატული ტკივილი ზუსტად ამ პროექტის მაორგანიზებელი ორგანოს, მსგავსი მიდგომის მქონე უკულტურო და ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედი პირების ბრალია. ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ. ამაზე ფიქრისას ტორესას პოსტი შემომხვდა. ტორესამ სწორი ნაბიჯი გადადგა. ვინც ბოლო დროის ქაოსს, უკულტურობას და უსამართლობას გულწრფელად განიცდის, "კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს" სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ და ალბათ, ვერ მიიღებს", - აღნიშნავს სარალიშვილი.

"ლიტერას" პრემიის გრძელი სია 26 ივლისს გახდა ცნობილი. მწერალმა ტორესა მოსიმ განაცხადა, რომ უარს ამბობს კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ნებისმიერ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და ვიდრე მინისტრის პოზიციას თეა წულუკიანი იკავებს, უწყებასთან ბოიკოტის რეჟიმში იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S