1 აგვისტოდან გლდანსა და ვარკეთილში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი ამოქმედდება
27/07/2021 09:32:46 საზოგადოება
თბილისის ცენტრლური უბნების შემდეგ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1 აგვისტოდან გარეუბნებში - გლდანსა და ვარკეთილშიც ამოქმედდება. იგივე წესი ამოქმედდება სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პარკირება 1 საათის განმავლობაში 1 ლარი ეღირება, უფასო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილებისთვის.
გლდანში, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი;სამგორის რაიონში, მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი პარკირებისთვის 117 ადგილია.სადგურის მოედანზე პარკირებისთვის გამოყოფილია 286 ადგილი. კერძოდ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე.ზონალურ-საათობრივი პარკინგის სივრცეები იზრდება თბილისის ცენტრალურ უბნებში. საბურთალოზე დამატებით ცხრა ქუჩაზე იმოქმედებს ახალი წესი. ახალი წესი იმოქმედებს სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
ახალი წესი ამოქმედდება:
საბურთალოს რაიონში: დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის, ლორთქიფანიძის ქუჩებზე - მოწყობილია 733 საპარკინგე ადგილი;
საინფორმაციო ჯიხურები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:
1. ვიქტორ დოლიძის ქუჩა N24;2. მერაბ ალექსიძის ქუჩა N1;3. ბახტრიონის ქუჩა N13;4. ბახტრიონის ქუჩა N30;5. სულხან ცინცაძის ქუჩა N61;6. ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N10;7. აბასთუმნის ქუჩა N1ა-ს მოპირდაპირედ;8. სადგურის მოედანი (ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა N32);9. ალეკო გობრონიძის ქუჩა N2ა;10. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ;
ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის, რეგისტრაციის გავლა ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში პირველი ივლისიდან შეუძლიათ.


