Accentnews.ge
ავიადისპეტჩერი, რომელმაც პროტასევიჩის თვითმფრინავი დასვა, შესაძლოა, საქართველოს აფარებდეს თავს

ავიადისპეტჩერი, რომელმაც პროტასევიჩის თვითმფრინავი დასვა, შესაძლოა, საქართველოს აფარებდეს თავს

27/07/2021 09:04:02 პოლიტიკა

ბელარუსში ეძებენ "ბელაერონავიგაციის" დისპეტჩერ ოლეგ გალეგოვს - სავარაუდო პირს, რომელიც ავიაკომპანია Ryanair-ის კუთვნილი თვითმფრინავის პილოტებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. საუბარია უკანონოდ დასმულ ლაინერზე, რომლის ბორტზეც ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, შემდგომში დაკავებული რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა.

გამოცემა «Наша Нiва»-ს ინფორმაციით, გალეგოვი "ბელაერონავიგაციაში" სულ მცირე, 2010 წლიდან მუშაობდა, მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, შვებულების შემდეგ იგი სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა იქ ამ დრომდე არ გამოჩენილა.

«ხმები დადის, გაუჩინარდაო. კოლეგები ვერ ვუკავშირდებით და ვნერვიულობთ, სოცქსელებშიც გააუქმა თავისი აქაუნთები. ხელმძღვანელობა ოფიციალურად არაფერს გვიმხელს. პირადად ჩემი აზრით, ოლეგმა თავი დაიზღვია და ქვეყნიდანაა წასული. ის მშვენიერი სპეციალისტია და სამსახურს ყველგან ადვილად იშოვის», – განუცხადა გამოცემას გალეგოვის ერთ-ერთმა კოლეგამ.

როგორც «Наша Нiва» აღნიშნავს, ოლეგ გალეგოვი წარმოშობით ქართველია, მინსკში ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. კოლეგები არ გამორიცხავენ, რომ გალეგოვმა სამშობლოს შეაფარა თავი.

ცნობისთვის: 23 მაისს ბელარუსმა ჰაერში გამანადგურებელი აუშვა, რათა ეიძულებინა Ryanair-ის თვითმფრინავი, კურსი შეეცვალა და მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად "ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება" დასახელდა. ხსენებული რეისით მიფრინავდა ოპოზიციონერი, ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც შემდეგ მინსკის აეროპორტში მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს.

მომხდარმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთმა ლიდერმა ლუკაშენკოს რეჟიმი "სახელმწიფო ტერორიზმში" დააანაშაულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S