Accentnews.ge
მოსკოვი დასავლეთს "რუსეთთან კავშირების გასაწყვეტად დსთ-ის ქვეყნებზე ზეწოლაში" ადანაშაულებს

მოსკოვი დასავლეთს "რუსეთთან კავშირების გასაწყვეტად დსთ-ის ქვეყნებზე ზეწოლაში" ადანაშაულებს

27/07/2021 08:56:55 პოლიტიკა

რუსეთი ანტიდასავლურ პროპაგანდას აქტიურად განაგრძობს. ქვეყნის უშიშროების საბჭო აშშ-სა და ევროკავშირს "დსთ-ის ქვეყნებზე ზეწოლაში" ადანაშაულებს და მიზნად "მათთან რუსეთის კავშირების გაწყვეტას" ასახელებს.

შესაბამისი შინაარსის განცხადება დღეს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ რაშიდ ნურგალიევმა გააკეთა.

«აშშ ევროკავშირის წევრებთან კოორდინაციით არ წყვეტს მცდელობებს, დსთ-ის ქვეყნებზე ზეწოლა გააძლიეროს ჩვენს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირების გასაწყვეტად და ჩვენი ერთობლივი გამარჯვებების ისტორიის ფალსიფიცირებისათვის», – განაცხადა ნურგალიევმა «Российская газета»-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, "იმაზე, თუ რითაა საშიში მსგავსი წყვეტა, საქართველოს და უკარინის მაგალითები მეტყველებს, სადაც არასტაბილურ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებას, მრეწველობის სრულ წყვეტას, ცხოვრების დონის ვარდნას, უკრაინის შემთხვევაში კი ყველაფერთან ერთად შეიარაღებულ კონფლიქტსაც ვადევნებთ თვალს".

"რუსეთის ეროვნული უშიშროების ახალ სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა «მოძმე რუს, ბელორუს და უკრაინელ ხალხებს შორის კავშირების განმტკიცებას" - დასძინა ნურგალიევმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S