იმნაძე: „იყო ჯგუფი, რომლებიც ვაქცინაზე ადგილებს ტყუილად ჯავშნიდნენ“
27/07/2021 08:08:43 საზოგადოება
ვაქცინებზე რეგისტრაციის დროს გარკვეული ჯგუფი ჯავშანს ტყუილად აკეთებდა, რათა სხვები ვერ აცრილიყვნენ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
„დღესაც არის ადგილები ვაქცინაზე, „ფაიზერზე“ თბილისშიც ყოველდღე ემატება, მაგრამ სხვა ვაქცინებზე ყველგან ადგილები არის. მთავარია ადამიანებმა ირწმუნონ. გუშინ მითხრეს, რომ ჯგუფი იყო სპეციალური, რომელიც ჯავშნიდა ადგილებს, რათა სხვებს ვერ დაეჯავშნათ.
გამოძიება ხომ მიდის იქ ვინ რას აკეთებდა. ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს არჩევს ერთმანეთისგან. ჩემთვის ორივე ანტივაქსერია“,- ამბობს პაატა იმნაძე.


