Accentnews.ge
NCDC: „ქელეხები აკრძალულია, მაგრამ არ იცავენ და აღსრულებაზე კონტროლი მკაცრდება“

NCDC: „ქელეხები აკრძალულია, მაგრამ არ იცავენ და აღსრულებაზე კონტროლი მკაცრდება“

27/07/2021 08:05:14 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, საკოორდინაციო საბჭო „მკაცრ ლოკდაუნს“ არ განიხილავს, გამკაცრდება არსებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი. მათ შორის მან დიდი თავყრილობები და პირბადის ტარების წესი დაასახელა.

„ქელეხები ისედაც აკრძალულია, მაგრამ ეს არ იცვება, ამიტომ აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდება“,– აღნიშნა გამყრელიძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სავალდებულოა პირბადის დახურულ სივრცეში ტარება და რეკომენდებულია ღია სივრცეშიც, თუ ერთად თავს ხუთი ადამიანი მაინც მოიყრის და ეს აუცილებელი იქნება საარჩევნო პროცესისას.

გამყრელიძე ინფიცირების რეკორდულ ნამატს როგორც ახალი შტამებს, ისე ვირუსის ცირკულაციის გავრცელებას უკავშირებს:

„თუ გავითავისებთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით, არ გვექნება [მძიმე ეპიდვითარება]. იმის ნაცვლად, რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრებზე, ავიცრათ“.

რაც შეეხება საწოლფონდს, გამყრელიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კლინიკებში 5 000–ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, რასაც ჯანდაცვის სისტემა „ჯერ–ჯერობით უძლებს“ და მიმდინარეობს საწოლების მობილიზება. ამასთან, მისივე ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, საავადმყოფოებში გეგმური სერვისები გაჩერდა და „საწოლფონდის კიდევ მეტად გამოთავისუფლება მოხდება“.

გამყრელიძის მოადგილე პაატა იმნაძე მოუწოდებს ბიზნესს, რეკომენდაციები საკუთარ ტერიტორიებზე დაიცვან:

ტურისტი რომ წავა აქედან ინფიცირებული და ბევრია მსგავსი შემთხვევა, ვიღებთ შეტყობინებას, მათ შორის ქუვეითიდან, ისრაელიდან, ამ სასტუმროში შემდეგ ტურისტს ვინმე გამოუშვებს?"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S