Accentnews.ge
"ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია" – საქართველოს რომელ რეგიონებში რთულდება ეპიდვითარება

"ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია" – საქართველოს რომელ რეგიონებში რთულდება ეპიდვითარება

27/07/2021 07:24:25 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მიხედვით, ეპიდვიტარება ქვეყნის რეგიონებშიც უარესდება. კერძოდ:

  • თბილისში გამოვლენილია 1 938 შემთხვევა,
  • აჭარაში – 378,
  • იმერეთში – 362,
  • ქვემო ქართლში – 179,
  • შიდა ქართლში – 205,
  • გურიაში – 54,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 175,
  • კახეთი – 222,
  • მცხეთა-მთიანეთში -83,
  • სამცხე-ჯავახეთში – 39,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 31.

ოფიციალური მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 844 საიდანაც

  • 5 185 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 792, აჭარაში – 497, იმერეთში – 650.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 996 პირი, მათ შორის, თბილისში – 448, აჭარაში – 76, იმერეთში -236.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 215 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 4, იმერეთში – 14.
  • 1 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 933 – თბილისში, 504- აჭარაში.
  • 18 896 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 56, ხოლო აჭარაში – რვა.
  • სულ 6 ოქტომბრიდან – 26 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 978 პირი.
  • ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 110 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7000, პირი, აჭარაში – 3 069, იმერეთში – 1 886.

"ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია. ჩვენ ახლა მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე მაისში. განსხვავება ისაა, რომ მაშინ ვაქცინები ხელმისაწვდომი არ იყო, დღეს ამის საშუალებაა",– განაცხადა თემის კომენტირებისას NCDC–ს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S