Accentnews.ge
რუსეთში ნავალნის ვებ–გვერდი დაბლოკეს

რუსეთში ნავალნის ვებ–გვერდი დაბლოკეს

26/07/2021 15:57:38 მსოფლიო

რუსეთის მედიის ზედამხედველმა ორგანომ – როსკომნადზორმა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ვებსაიტი დაბლოკა.

როსკომნადზორი ირწმუნება, რომ საიტი გენერალური პროკურორის მოთხოვნით დაიბლოკა, რადგან შეიცავდა "მოწოდებებს მასობრივი არეულობისკენ, ექსტრემისტული აქტივობისა და მასობრივ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობისკენ, არსებული წესების დარღვევით".

ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი (FBK) იუწყება, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, ასევე დაბლოკოს ე.წ. Smart Voting-ის სისტემა, რომელიც ნავალნის გუნდმა არჩევნებამდე შეიმუშავა მმართველი პარტიის "ერთიანი რუსეთის" დამარცხების მიზნით.

ფონია ხელისუფლების მზარდი ზეწოლა მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე 19 სექტემბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S