ოლიმპიურმა ჩემპიონმა ყველაზე რთულ მეტოქედ ჩხვიმიანი დაასახელა
26/07/2021 08:14:15 საზოგადოება
ოლიმპიური ჩემპიონი ნაოჰისა ტაკატო საკუთარ ასპარეზობას აფასებს და ამბობს, რომ მისთვის ყველაზე რთული არა ფინალში და ნახევარფინალში ასპარეზობა, არამედ მეოთხედფინალი იყო, როცა ქართველ სპორტსმენ ლუხუმ ჩხვიმიანს დაუპირისპირდა:
“მიუხედავად იმისა, ხალხმა რა შეიძლება, იფიქროს, ჩემთვის ყველაზე რთული შეჯიბრი ფინალში არ ყოფილა, არც ნახევარფინალში. ყველაზე რთული მეოთხედფინალი იყო. იმიტომ, რომ რიოში მე ამ ეტაპზე დავმარცხდი და ახლაც ძალიან მეშინოდა ქართველ სპორტსმენთან ბრძოლის წინ” – ამბობს ნაოჰისა ტაკატო.
იაპონელმა ძიუდოისტმა ქართველი ლუხუმ ჩხვიმიანი მეოთხედფინალში დაამარცხა. მანამდე, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნაოჰისა ტაკატო ამირან პაპინაშვილთან დამარცხდა.


