Accentnews.ge
თბილისი და 4 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 4 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

26/07/2021 06:40:48 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 264 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 1 665 პირი გამოჯანმრთელდა, 26 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 19 375 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 807, „პისიარ“ ტესტით – 9 568.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,52 %, ბოლო 14 დღის – 5,73 %, ბოლო შვიდი დღის – 6,44 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა,
  • აჭარა - 224,
  • იმერეთი - 84,
  • ქვემო ქართლი - 45,
  • შიდა ქართლი - 33,
  • გურია - 15,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 65,
  • კახეთი - 62,
  • მცხეთა-მთიანეთი -35,
  • სამცხე-ჯავახეთი - 19,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 530 საიდანაც: 5 247 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 870, აჭარაში - 497, იმერეთში - 661. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში - 459, აჭარაში - 70, იმერეთში -226. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 5, იმერეთში - 13. 1 737 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 - თბილისში, 523- აჭარაში. 16 546 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 62 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 8.

სულ 6 ოქტომბრიდან - 25 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 974 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 023 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 078, პირი, აჭარაში - 2 861, იმერეთში - 1 986.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 404 023 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 374 753 პირი გამოჯანმრთელდა, 5 714 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 404 339 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 572.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S