ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია
26/07/2021 06:12:55 საზოგადოება
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების ნახევარფინალშია. მან კანადელი მეტოქე ცოტა ხნის წინ დაამარცხა.
შავდათუაშვილი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
ლაშა შავდათუაშვილმა პირველ დაპირისპირებაში ფრანგი შენის დამარცხების შემდეგ, მეორე შეხვედრა ჯიბუტის წარმომადგენელთან გამართა და მოწინააღმდეგე მარტივად დაამარცხა.
ნახევარფინალში ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე კორეელი ჩანგრიმ ანი იქნება.


