Accentnews.ge
იაპონური წარმოების კოვიდ–საწინააღმდეგო მედიკამენტის ადამიანებში გამოცდა დაიწყო

იაპონური წარმოების კოვიდ–საწინააღმდეგო მედიკამენტის ადამიანებში გამოცდა დაიწყო

26/07/2021 05:15:19 მსოფლიო

იაპონური წარმოების კოვიდ–საწინააღმდეგო მედიკამენტის ადამიანებში გამოცდა დაიწყო.

საუბარია კომპანია „შიონოგის" მიერ შექმნილ აბებზე, რომლის მიღება დღეში ერთხელ იქნება საჭირო და ვირუსი პირველი მიღებიდან ხუთ დღეში უნდა გაანეიტრალოს.

ადამიანებში მედიკამენტის გამოცდა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კვლევაში პირველ ეტაპზე 100-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. კვლევაში ჩართულთა რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

იაპონური კომპანია „შიონოგის“ ხელმძღვანელი ისაო ტასიროგი აცხადებს, რომ წარმატების შემთხვევაში, კომპანია მედიკამენტის მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად ნებისმიერ საერთაშორისო კორპორაციასთან თანამშრომლობისთვის მზად იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S