Accentnews.ge
ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

25/07/2021 12:34:42 საზოგადოება

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამ წარმატებით მან საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი მოუპოვა.

ფინალში იგი იაპონელ ჰიფუმი აბეს შეხვდა და სამწუხაროდ, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი პირველ წრეში თავისუფალი იყო, ხოლო საკუთარ პირველ შეხვედრაში იგი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენ იაკუბ შამილოვს შეხვდა და მეტოქეს ბოლო წამებზე ვაზარით სძლია.

ამის შემდეგ იყო 1/4 ფინალი, რომელშიც ვაჟა ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს შეხვდა და იგი ორი ვაზარით დაამარცხა.

ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში კორეელი ბაულ ანი დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S