Accentnews.ge
თბილისი და 4 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 4 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

25/07/2021 06:55:59 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 061 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 1 654 პირი გამოჯანმრთელდა, 23 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 061 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა,
  • აჭარა - 299,
  • იმერეთი - 190,
  • ქვემო ქართლი - 120,
  • შიდა ქართლი - 62,
  • გურია - 35,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89,
  • კახეთი - 128,
  • მცხეთა-მთიანეთი -62,
  • სამცხე-ჯავახეთი - 41,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 957 საიდანაც: 5 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 805, აჭარაში - 451, იმერეთში - 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 947 პირი, მათ შორის, თბილისში - 449, აჭარაში - 65, იმერეთში -220. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 5, იმერეთში - 12. 1 697 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 908 - თბილისში, 499- აჭარაში. 17 191 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 10.

სულ 6 ოქტომბრიდან - 24 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 974 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 686 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 827, პირი, აჭარაში - 2 777, იმერეთში - 1 980.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S