ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიო 2020 რუსი მეტოქის დამარცხებით გახსნა [ვიდეო]
25/07/2021 05:35:05 საზოგადოება
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) კარგად დაიწყო. ქართველი სპორტსმენი პირველ წრეში თავისუფალი იყო, ხოლო საკუთარ პირველ შეხვედრაში იგი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენ იაკუბ შამილოვს შეხვდა და მეტოქე ბოლო წამებზე ვაზარით დაამარცხა.
ვაჟა მეოთხედფინალში იჭიდავებს. მისი მოწინააღმდეგე ისრაელის წარმომადგენელი შმაილოვი იქნება.


