Accentnews.ge
რა დოკუმენტის წარდგენას მოსთხოვენ 16-დან 18 წლამდე პირებს ასაცრელად

რა დოკუმენტის წარდგენას მოსთხოვენ 16-დან 18 წლამდე პირებს ასაცრელად

24/07/2021 13:16:45 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ 16-დან 18 წლამდე პირებს ასაცრელად დასჭირდებათ მშობლის ან მეურვის თანხმობა.

"16-დან 18 წლამდე პირებს დასჭირდებათ ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევისთვის. ასეთ პირს აუცილებლად დასჭირდება მშობლის, ან უფლებამოსილი მეურვის თანხმობა ვაქცინაცინაციისთვის", – განაცხადა გაბუნიამ.

“ფაიზერის” პირველი დოზით აცრაზე რეგისტრაცია დღეს 12:00 საათიდან დაიწყო

მოქალაქეებს რეგისტრაცია პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა გაიარონ ან დარეკონ "ცხელ ხაზზე" 1522.

“ფაიზერზე” რეგისტრაცია 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, აცრის პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება.

“ფაიზერის” 500 000 დოზა თბილისში პარასკევს ღამით ჩამოვიდა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი დოზები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S