კოვიდ–ინფიცირებული ჩვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს
24/07/2021 13:00:11 საზოგადოება
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კოვიდ–ინფიცირებული ჩვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ბავშვი რეანიმაციაში რჩება.
ციციშვილის კლინიკაში 90 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა, რეანიმაციაში ოცზე მეტი ბავშვი მკურნალობს.
კლინიკაში მართვით სუნთქვაზე სულ სამი ჩვილი იყო. მათგან ორი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.


