Accentnews.ge
ადვოკატი: "ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე 20-მდე პირის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ"

ადვოკატი: "ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე 20-მდე პირის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ"

26/07/2019 16:34:37 სხვა, სამართალი

ადვოკატი ზვიად კორძაძის განცხადებით, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარის საქმეზე გამოძიების ფარგლებში 2018–2019 წლებში 15-20 მდე პირის სატელფონო საუბრებს უსმენდნენ.

ამის შესახებ კორძაძემ ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, უსმენდნენ ტელეკომპანია "პირველის" მფლობელ ვატო წერეთელის სატელფონო საუბრებსაც. 

როგორც საქმის ადვოკატი აღნიშნავს, გამოძიებას სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ტექსტური შეტყობინენების მონიტორინგზე სასამართლოს ნებართვა ჰქონდა, თუმცა გამოძიებას ამ მოსმენებიდან, საქმის მასალების მიხედვით, რაიმე ღირებული ინფორმაცია არ მიუღია.

ცნობისთვის: დღეს საქალაქო სასამართლომ  მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 700 000 -700 000 –ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე, აუკრძალა ქვეყნის დატოვება გამომძიებლის თანხმობის გარეშე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S