Accentnews.ge
ლიეტუვის ნაჩუქარი "ასტრაზენეკას" 15 000 დოზა საქართველოშია

ლიეტუვის ნაჩუქარი "ასტრაზენეკას" 15 000 დოზა საქართველოშია

24/07/2021 07:00:57 საზოგადოება

საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად მიიღო "ასტრაზენეკას" 15 000 დოზა. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 2021 წლის 24 ივლისს ჩამოვიდა.

ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.

ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის იქნა გამოყოფილი.

"ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი, "ასტრაზენეკას" ვაქცინის 15 000 დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!" - წერს სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. ამასთან, 23 ივლისს, გვიან ღამით საქართველოში აშშ-ის მიერ ნაჩუქარი"ფაიზერის" ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა ჩამოვიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S