თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
24/07/2021 06:55:16 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 617 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 869 პირი გამოჯანმრთელდა, 9 პაციენტი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა,
- აჭარა - 236,
- იმერეთი - 220,
- ქვემო ქართლი - 153,
- შიდა ქართლი - 123,
- გურია - 31,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 111,
- კახეთი - 152,
- მცხეთა-მთიანეთი -45,
- სამცხე-ჯავახეთი - 44,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 573 საიდანაც: 4 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 780, აჭარაში - 407, იმერეთში - 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 956 პირი, მათ შორის, თბილისში - 455, აჭარაში - 67, იმერეთში -218. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 5, იმერეთში - 11. 1 564 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 861 - თბილისში, 464- აჭარაში. 17 046 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 10.
სულ 6 ოქტომბრიდან - 23 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 974 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 651 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 440, პირი, აჭარაში - 2 557, იმერეთში - 1 801.


