Accentnews.ge
“ფაიზერის” I დოზით აცრაზე რეგისტრაცია დღეს 12:00 საათიდან დაიწყება

“ფაიზერის” I დოზით აცრაზე რეგისტრაცია დღეს 12:00 საათიდან დაიწყება

24/07/2021 06:40:41 საზოგადოება

“ფაიზერის” პირველი დოზით აცრაზე რეგისტრაცია 24 ივლისის 12:00 საათიდან დაიწყება.

მოქალაქეებს რეგისტრაცია პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა გაიარონ ან დარეკონ "ცხელ ხაზზე" 1522.

“ფაიზერზე” რეგისტრაცია 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, აცრის პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება.

“ფაიზერის” 500 000 დოზა თბილისში პარასკევს ღამით ჩამოვიდა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი დოზები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S