Accentnews.ge
27 ივლისს სამტრედიაში ცნობილი რეპერების მონაწილეობით "ქართული ჰიპ-ჰოპ ლაივი" გაიმართება

27 ივლისს სამტრედიაში ცნობილი რეპერების მონაწილეობით "ქართული ჰიპ-ჰოპ ლაივი" გაიმართება

26/07/2019 16:51:06 რეკლამა

27 ივლისს სამტრედიაში "ქართული ჰიპ-ჰოპ ლაივი" გაიმართება, რომელშიც ცნობილი რეპერები - Young Mic, Grotask, Curly L.A. მიიღებენ მონაწილეობას და სამტრედიაში პირველ ლაივს ჩაატარებენ.

ღონისძიების ორგანიზატორია ჰიპ-ჰოპ გვერდი Cypherhop, რომლის მთავარი შემოქმედები საბა სტურუა, ავთანდილ უჯმაჯურიძე, ლუკა ივანიაძე და საბა ერქვანიძე არიან.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანი საქართველოში ჰიპ-ჰოპ კულტურის განვითარება და მსმენელის ქართული რეპით დაინტერესებაა.

ღონისძიება 27 ივლისს, 20:00 საათზე, სამტრედიაში,  მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, “მომავლის პარკში” გაიმართება.

"ქართული ჰიპ-ჰოპ ლაივი" სამტრედიის მინიციპალიტეტის მერიისა და სერგო რუხაძის კულტურული მემკვიდრეობისა და რეგიონალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S