ბელარუსში არასამთავრობო ორგანიზაციებს აუქმებენ
23/07/2021 14:53:08 მსოფლიო
ბელარუსში ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოხდა,– ამის შესახებ მედია ბელარუსის ერთიან საჯარო რეესტრზე დაყრნდობით იუწყება.
ირკვევა, რომ ლიკვიდაციის პროცესში 12 არასამთავრობო ორგანიზაციაა, მათ შორისა – საქველმოქმედო პროექტი „სახელები“, ჟურნალისტების სახელოსნო „პრესს კლუბი“.
არსებული ცნობებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება 22 ივლისს მინსკის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო.
14 ივლისს ბელარუსში დააკავეს ალეს ბელიაციკი და კიდევ 14 უფლებადამცველი. მათ ბრალად დასდეს ისეთი ჯგუფური ქმედებების ორგანიზაცია და დაფინანსება, რომლებიც საზოგადობრივი წესრიგს სერიოზულად უქმნიდნენ საფრთხეს. გარდა ამისა, დაკავებულებს გადასახადებისთვის თავის არიდებას ედავებიან.


